logo
ENG



ხაბეიშვილი არ ელის, რომ პრეზიდენტი "დამოუკიდებელ ნაბიჯს გადადგამს" და გვარამიას შეიწყალებს

27 მაი 202318:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/27/8ijsly4kve6k40q.jpg

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი არ ელის, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "დამოუკიდებელ ნაბიჯს გადადგამს" და მთავარი არხის დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას შეიწყალებს.

"საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა, რომ [ზურაბიშვილი] დამოუკიდებელ ნაბიჯს გადადგამს. თუმცა მე მაგალითად, ბოდიშს მოვიხდი და ვიტყოდი, რომ ის არის დამოუკიდებელი ფიგურა, თუ იმ ინსტრუმენტს გამოიყენებს, რაც მას შეუძლია. და მას შეუძლია შეიწყალოს გვარამია, გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი. სხვა შემთხვევაში, ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ევროკავშირის რეკომენდაცოებს არ ასრულებს. ერთია რას საუბრობს, მეორეა - რას აკეთებს. შეუძლია და არ აკეთებს.

ამიტომ, გვაქვს ლეგიტიმური ფიქრის უფლება, ვთქვათ, რომ ეს ადამიანი შეკრულია რუსულ მთავრობასთან, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს და მის მართულ ხელისუფლებასთან და უბრალოდ სიტყვებით ხანდახან აკეთილშობილებს ქვეყნის ხელისუფლებას, როცა სწორად საუბრობს, მაგრამ არ მოქმედებს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის" წევრები, ჟურნალისტები და აქტივისტები მთავარი არხის დამფუძნებლის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ. მსვლელობა მთავარი არხის ოფისიდან დაიწყო და აქტივისტები ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ, რათა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდონ, შეიწყალოს ნიკა გვარამია.


close დახურვა